Thursday, September 15, 2011

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:  “ოჯახური ალბომი”

პროექტის მთავარი იდეა:   საკუთარი ოჯახის  და წინაპრების ისტორიის
                           გახსენება და გაცნობა.
პროექტის აქტუალობა:     მოსწავლეები შეეცდებიან რუსულ ენაზე ისაუბრონ
                           თავიანთ  ოჯახზე.
                           გაიკითხონ მივიწყებული საინტერესო ამბავი ახლო    
                           წინაპრებზე, ისაუბრონ მატი გაცნობის, სიყვარულის
                           ისტორიაზე, როგორ ზრდიდნენ შვილებს.
პროექტის მიზანი:           გაეცნონ თავიანთი მშობლების, წინაპრების
                           წარსულს, დაუსწრებლად იმოგზაურონ ოჯახის
                           ისტორიულ წარსულში მოიძიონ მეტი ინფორმაცია
                           თავიანთ წინაპრებზე.
                           კარგად შეისწავლონ ოჯახის გენიალოგია.
მოსწავლის ასაკი:          13-14 წელი
ვადები:                     3 დღე
მოსალოდნელი შედეგები:   ლექსიკური მარაგის გამდიდრება წინაპართა უკეთ
                           გაცნობა, სურათების მოძიება,  მშობლებისგან
                           ინფორმაციის მიღება წინაპართა წარსულზე.
პროექტის ძირითადი 
რესურსები:                საოჯახო ალბომი, პირადი წერილები, ადამიანები
                           (წინაპრები)

1 დღე

  მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას თავიანთი წინაპრების შესახებ, გამოიყენებენ მშობლების და ბებია-ბაბუის მონათხრობს.
  ოჯახური ალბომიდან ამოკრეფენ საჭირო სურათებს.

2 დღე

  მოსწავლეები არჩევენ მათთვის სასურველ სათაურს მაგალითად “ერთი სიყვარულის ისტორიას”, “ჩემი ოჯახის ტრადიციას”, “ჩემი ოჯახის გეოგრაფია”, “ფოტო ოჯახური ალბომიდან” და ასე შემდეგ.
  წერენ მოთხრობას დაურთავენ ფოტოსურათებს და სხვა საჭირო ნივთებს.

3 დღე

ერთმანეთს  აცნობენ  მოძიებულ მასალას კითხულობენ მოთხრობებს, რუკაზე უჩვენებენ მათი წინაპრების დაბადების და საცხოვრებელ ადგილს.
საუკეთესო ნამუშევრები შეიკვრება ალბომად და დარჩება რუსული ენის  კაბინეტში.

საგანთა კავშირი:  გეოგრაფია

კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმასთან:
           
       უცხ.    VIII  .2.     ამოკრეფს დიალოგიდან საჭირო ინფორმაციას (ვინ,
                          სად, როდის,რამდენი,რომელი,როგორ..)
       უცხ.    VIII  .3.     ამოიცნობს გეოგრაფიულ ადგილებს.
       უცხ.    VIII  .9.     აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ადამიანებს.

პროექტის ხელმძღვანელი  ნინა სახვაძე-ლოლაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა  ninololadze5@gmail.com