პროექტის სახელწოდება: “ოჯახური ალბომი”
პროექტის მთავარი იდეა: საკუთარი ოჯახის და წინაპრების ისტორიის
გახსენება და გაცნობა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეეცდებიან რუსულ ენაზე ისაუბრონ
თავიანთ ოჯახზე.
გაიკითხონ მივიწყებული საინტერესო ამბავი ახლო
წინაპრებზე, ისაუბრონ მატი გაცნობის, სიყვარულის
ისტორიაზე, როგორ ზრდიდნენ შვილებს.
პროექტის მიზანი: გაეცნონ თავიანთი მშობლების, წინაპრების
წარსულს, დაუსწრებლად იმოგზაურონ ოჯახის
ისტორიულ წარსულში მოიძიონ მეტი ინფორმაცია
თავიანთ წინაპრებზე.
კარგად შეისწავლონ ოჯახის გენიალოგია.
მოსწავლის ასაკი: 13-14 წელი
ვადები: 3 დღე
მოსალოდნელი შედეგები: ლექსიკური მარაგის გამდიდრება წინაპართა უკეთ
გაცნობა, სურათების მოძიება, მშობლებისგან
ინფორმაციის მიღება წინაპართა წარსულზე.
პროექტის ძირითადი
რესურსები: საოჯახო ალბომი, პირადი წერილები, ადამიანები
(წინაპრები)
1 დღე
მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას თავიანთი წინაპრების შესახებ, გამოიყენებენ მშობლების და ბებია-ბაბუის მონათხრობს.
ოჯახური ალბომიდან ამოკრეფენ საჭირო სურათებს.
2 დღე
მოსწავლეები არჩევენ მათთვის სასურველ სათაურს მაგალითად “ერთი სიყვარულის ისტორიას”, “ჩემი ოჯახის ტრადიციას”, “ჩემი ოჯახის გეოგრაფია”, “ფოტო ოჯახური ალბომიდან” და ასე შემდეგ.
წერენ მოთხრობას დაურთავენ ფოტოსურათებს და სხვა საჭირო ნივთებს.
3 დღე
ერთმანეთს აცნობენ მოძიებულ მასალას კითხულობენ მოთხრობებს, რუკაზე უჩვენებენ მათი წინაპრების დაბადების და საცხოვრებელ ადგილს.
საუკეთესო ნამუშევრები შეიკვრება ალბომად და დარჩება რუსული ენის კაბინეტში.
საგანთა კავშირი: გეოგრაფია
კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმასთან:
უცხ. VIII .2. ამოკრეფს დიალოგიდან საჭირო ინფორმაციას (ვინ,
სად, როდის,რამდენი,რომელი,როგორ..)
უცხ. VIII .3. ამოიცნობს გეოგრაფიულ ადგილებს.
უცხ. VIII .9. აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ადამიანებს.
პროექტის ხელმძღვანელი ნინა სახვაძე-ლოლაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა ninololadze5@gmail.com